Loading data...
მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა, სავარაუდოდ, დრონის აღმოჩენის გამო

მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სრულად დაიკეტა, ცაში დრონის აღმოჩენის გამო.

ფედერალური პოლიციის პრესმდივანმა შტეფან ბაიერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავებს ორივე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დაშვება და აფრენა აკრძალული ჰქონდათ, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი მივიდა.

„დაახლოებით დილის 9 საათისთვის პილოტებმა ცაში საეჭვო ობიექტი შენიშნეს პოლიციას აცნობეს“, - განაცხადა მან.

როგორც აღინიშნა, სამართალდამცველებმა აეროპორტის ტერიტორია შეამოწმეს. სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული.

აეროპორტმა მუშაობა დაახლოებით დილის 10:05 საათზე განაახლა.