Loading data...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები მოიპარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ მისი და ოჯახის პერსონალური მონაცემები რეესტრების ცენტრიდან მოიპარეს. წერს LRT.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან მტრულად განწყობილი ძალები დგანან.

ბუდრისს ჰკითხეს, დაზარალდა, თუ არა ის რეესტრების ცენტრიდან ინფორმაციის გაჟონვის გამო.

„დიახ, მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც დავზარალდით“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ის შეშფოთებულია, რომ ვიღაც ქვეყნის წინააღმდეგ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების გამოყენებით არის დაინტერესებული.

„უწყებების შეფასებით, აღნიშნული მონაცემები მოიპარეს და ახლა ის მტრულად განწყობილი აქტორების ხელშია“, - დასძინა ბუდრისმა.