Loading data...
კირ სტარმერი ღაზაში არსებულ ვითარებაზე - ეს აბსოლუტური კატასტროფაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ღაზაში არსებულით ვითარებით შეშფოთებულია. 

სტარმერის თქმით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს. 

„ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დიდი რაოდენობით უნდა შევიდეს. ეს ჰუმანიტარული კრიზისია. აბსოლუტური კატასტროფაა. ვფიქრობ, ხალხი აღშფოთებულია იმის გამო, რასაც ეკრანებზე ხედავს. ამიტომ, ცეცხლის შეწყვეტას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა სტარმერმა. 

შეგახსენებთ, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ღაზას სექტორში შეერთებული შტატები ღაზას სექტორში შიმშილის კრიზისთან გასამკლავებლად საკვების ცენტრებს მოაწყობს.