Loading data...
კანადის მმართველი „ლიბერალური“ პარტია არჩევნებში ლიდერობს: მარკ კარნი, უკვე, გამარჯვებას ზეიმობს

წინასწარი მონაცემებით, 343-ადგილიან თემთა პალატაში კანადის მმართველმა „ლიბერალურმა“ პარტიამ 146 ადგილი მოიპოვა. მისი კანდიდატები, ჯერჯერობით, ქვეყნის, კიდევ, 19 ოლქში ლიდერობენ. 

მთავრობის ფორმირებისთვის, 172-კაციანი უმრავლესობაა საჭირო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდი სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან შექმნის კოალიციას. 

ინფორმაციას კანადაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის შესახებ, BBC ავრცელებს. 

მეორე ადგილს „კონსერვატიული“ პარტია იკავებს, 135 მანდატით. პარტიის ლიდერები არჩევნების შედეგს „მკაცრ გაკვეთილად“ იღებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ბოლომდე დათვლილი არაა, მარკ კარნიმ, უკვე, იზეიმა გამარჯვება და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს განადგურებას, აშშ-მა რომ ჩვენი ბატონ-პატრონობა შეძლოს, მაგრამ ეს არასდროს მოხდება!“