ინდოეთი ფრანგულ ავიაგამანადგურებლებს, Rafale-ს შეიძენს

ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნახთ სინგჰმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ სებასტიან ლეკორნიუმ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის მიხედვით ინდოეთი 26 ერთეულ ფრანგულ ავიაგამანადგურებელს, Rafale-ს შეიძენს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტრაქტის ფასი 6,58 მლრდ ევროს შეადგენს. ინდოეთი 22 საბრძოლო ავიაგამანადგურებელს და 4 საწვრთნელ Rafale D-ს შეიძენს. ავიაგამანადგურებლების მიწოდება 2030 წლამდე იგეგმება. კონტრაქტის მიხედვით, ინდოეთს საკუთარ ტერიტორიაზე Rafale-ს ფიუზელაჟების წარმოების შესაძლებლობაც ექნება, ასევე აშენდება მათი მომსახურებისა და კაპიტალური რემონტისთვის აუცილებელი ქარხნები.
Rafale-M ავიამზიდის თვითმფრინავებია. ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა ინდური ავიამზიდის, „ვიკრანტის“ ესკადრილია უნდა შექმნას. ეს ავიამზიდი ექსპლოატაციაში 2022 ხელს შევიდა. ინდოეთის საჰაერო ძალების შემადგენლობაში უკვე შედის 28 Rafale EH და 8 Rafale DH.
ფრანგული ავიაგამანადგურებლების გარდა, ინდოეთი 2009 წლიდან რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს, „მიგ-29კ“-ს იყენებს, რომლებიც ავიამზიდზე, „ვიკრამადიტიაზე“ არის ბაზირებული. 2023 წლის მონაცემებით, ინდოეთს 42 რუსული ავიაგამანადგურებელი გააჩნია.