IDF აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ ელიტარული ძალების „რადვანის“ მეთაურის მოადგილე მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ ელიტარული ძალების „რადვანის“ მეთაურის მოადგილე მოკლეს ბოლო საჰაერო თავდასხმის შედეგად.
სამხედროების ცნობით, მუსტაფა აჰმად შაჰადი, რომელიც „რადვანის“ უფროსის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, ლიკვიდირებულ იქნა ლიბანის სამხრეთ ნაბატიეში.
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შაჰადიმ „არაერთი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“ და მისი ლიკვიდაცია არის „ჰეზბოლას“ რადვანის ძალების შესაძლებლობების შემცირების მცდელობის ნაწილი, რათა შეამციროს „რადვანის“ შესაძლებლობა განახორციელოს ტერორისტული თავდასხმები ისრაელის სამხედრო და მოსახლეობის ცენტრების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ისრაელში.
ვარაუდობენ, რომ „რადვანის„ ძალები გეგმავდნენ ჩრდილოეთ ისრაელში შეჭრას.
ისრაელის თავდაცვის ძალები არ ავრცელებენ უფრო დეტალურ ინფორმაციას მისი ლიკვიდაციის შესახებ.