Loading data...
ჰუსიტებმა „ჰარი ტრუმენზე“ დრონებით იერიში მიიტანეს, ავიამზიდის ერთი თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა

იემენელმა ჰუსიტებმა ამერიკულ ავიამზირდზე, „ჰარი ტრუმენზე“ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. ავიამზიდი არ დაზიანებულა, მაგრამ აცილების მანევრის დროს მის ბორტზე მყოფი ერთ-ერთი თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

საუბარია თვითმფრინავზე F/A-18 Super Hornet, რომლის ფასი დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარია. ავიამზიდი წითელ ზღვაში იმყოფება, სადაც იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძელების ცნობით, გემბანზე ავიაგამანადგურებლის ბუქსირების დროს ავიამზიდმა მოულოდნელად მკვეთრად დაიწყო მოხვევა, რის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა მართვა დაკარგა და ის ზღვაში გადავარდა. ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა. ერთმა მეზღვაურმა მცირე დაზიანება მიიღო.

საზღვაო ძალებში ასევე აცხადებენ, რომ დრონების იერიშის მიუხედავად ავიამზიდმა და მისმა ავიაჯგუფმა  ბრძოლისუნარიანობა მთლიანად შეინარჩუნა. მომხდარი ინციდენტის გამოძიება უკვე დაწყებულია.

თავად ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ ავიამზიდ „ჰარი ტრუმეზნე“ შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარტებით განახორციელეს.