1753801972
უცხოეთი
ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანების რიცხვი 60 000-ს აჭარბებს - Reuters

ღაზას სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 29 ივლისამდე ისრაელის კონფლიქტის შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 60000-ს აჭარბებს, - აღნიშნულის შესახებ Reuters-ი ღაზას ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, დაღუპულების უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ფართოდ გავრცელებული შიმშილი, არასრულფასოვანი კვება და დაავადებები შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდას იწვევს“, - წერს მედიასაშუალება.
როგორც Reuters-ი წერს, ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყება შიმშილით გამოწვეული მიზეზებით სულ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება. რამდენიმე ბოლო კვირის განმავლობაში 147 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 88 ბავშვია.