1758280889
უცხოეთი
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს, რომელიც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო დაუწესდა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
კონკრეტულად რა სანქციებია გათვალისწინებული მე-19 პაკეტით, ჯერჯერობით უცნობია. სანქციების შესახებ დეტალებს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი 19 სექტემბრამდე გაასაჯაროებენ.
მე-19 პაკეტის მომზადებისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში, შესაძლოა, რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების მიმართ შეზღუდვები შევიდეს. იტალიური მედია იუწყება, რომ ევროპა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მიმოსვლის გამკაცრების საკითხს განიხილავს.