1770015984
უცხოეთი
ევროკავშირის ელჩი დნეპროპეტროვსკის რეგიონში თავდასხმაზე: ეს ტერორისტული აქტია
ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში მაღაროელების გადამყვან ავტობუსზე რუსეთის თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.
მატერნოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოჩვენებით საუბრობს, სინამდვილეში კი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებს.
„დნეპროპეტროვსკის რეგიონში თხუთმეტი მაღაროელი დაიღუპა რუსეთის მიერ ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ, ეს ტერორისტული აქტია“, - ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.