Loading data...
CNN: აშშ-ის ავიამზიდი USS Ford-ი მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება

აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება, - ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.

მედიის ცნობით, ამ ავიამზიდის განლაგება, სავარაუდოდ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ისრაელის მახლობლად, ირანთან კონფლიქტის ესკალაციის გამო მოხდება.

ეს მესამე ავიამზიდია, რომელიც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აშშ-მა გადაიყვანა.

ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთისკენ კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი მიემართება - ის ან ჩაანაცვლებს USS Carl Vinson-ს, ან შეუერთდება მას.