1758277657
უცხოეთი
CBS News: თეთრი სახლის პრესმდივანს ქეროლაინ ლევიტს ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ საიდუმლო სამსახური დაიცავს

თეთრი სახლის პრესმდივანს ქეროლაინ ლევიტს საიდუმლო სამსახურის დაცვა დაენიშნა. ინფორმაციას CBS News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ მიიღეს. მკვლელობამ მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახადა.
თავად ლევიტი აღნიშნულ ინფორმაციას არ გამოხმაურებია. კომენტარი არ გაუვრცელებია არც აშშ-ის საიდუმლო სამსახურს.
როგორც CBS News იუწყება, აშშ-ის კონგრესი დამატებით 58 მილიონი დოლარის გამოყოფაზე მსჯელობს, რომელიც აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების თანამდებობის პირების დაცვის გაძლიერებას მოხმარდება.
CBS News-ის ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივნების მიერ პირადი დაცვის ყოლა იშვიათობაა, თუმცა არა უპრეცედენტო.