1780133232
უცხოეთი
Bloomberg: ირანმა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიში მიიტანა - ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ
ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.
Bloomberg-ი წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა აგრეთვე ბაზაზე განთავსებული MQ-9 ტიპის ორი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი. ერთი ამერიკული დრონი MQ-9 Reaper-ი კი განადგურდა.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, ქუვეითის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ Fateh-110 ტიპის ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მისი ნაწილები ალი ალ ალემის ავიაბაზაზე დაეცა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.