ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები ჩანთებს ალაგებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები ჩანთებს ალაგებენ. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„გეტყვით, რა მოხდებოდა ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა, რომელსაც ისინი ავითარებენ. ეს ბირთვული ტერორიზმია სტეროიდებზე. ეს მთელ მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაფიო მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენი მტერი თქვენი მტერია... ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რამესთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას დაგვემუქრება. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და თეთრი სახლის ლიდერს დაბადების დღე მიულოცა.
Prime Minister Benjamin Netanyahu:
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) June 14, 2025
I want to start by wishing a double Happy Birthday.
First Happy Birthday to you, @POTUS @realDonaldTrump. You've been an extraordinary leader: decisive, courageous, clear vision, clear action. You have done great things for Israel. pic.twitter.com/9AQyUgktSC