ბარტ დე ვევერის თქმით, დონალდ ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ხედვა არა ერთიან, არამედ დანაწევრებულ ევროპას ეფუძნება.
„როდესაც ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, სინამდვილეში ის გულისხმობს 27 ცალკეულ ქვეყანას, რომლებიც ვასალურ მდგომარეობაში იცხოვრებდნენ ან მონობისკენ მიისწრაფოდნენ“, - აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ეკონომიკა ერთადერთი ძალაა, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წინააღმდეგობა გაუწიოს და „მას [ტრამპს] სწორედ ეს არ მოსწონს“.
Belgian Prime Minister Bart De Wever:
— Clash Report (@clashreport) February 1, 2026
Trump is hostile to the idea of the European Union.
When he says he loves Europe, he actually means he loves 27 separate countries that would live in vassalage or drift toward slavery.
The only economy large enough to stand up to him is… pic.twitter.com/6SSnwqWS8e