ავსტრიას და იტალიას შორის 55-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა დასრულდა

ავსტრიისა და იტალიის დამაკავშირებელი 55 კმ-იანი ბრენერის გვირაბის გაყვანა დასრულდა. მუშებმა ამ გვირაბის ბოლო სანტიმეტრები გაბურღეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ბრენერის გვირაბის გახსნის ცერემონიაში ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა კრისტიან შტოკერმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მიიღეს მონაწილეობა.
გვირაბი აღმოსავლეთ ალპებში, ბრენერის პროვინციაში მდებარეობს და ორ ალპურ ქვეყანას რკინიგზით დააკავშირებს.
„ერთობლივად გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პროექტის დასრულების გზაზე, რომელიც კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება“, - განაცხადა ცერემონიაზე ჯორჯია მელონიმ.
ბრენერის გვირაბის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. გვირაბი ექსპლოატაციაში 2032 წელს უნდა შევიდეს, რაც თავდაპირველად დაგეგმილ გრაფიკს 16 წლით ჩამორჩება. რკინიგზის გვირაბის სიგრძე 55 კმ-ია, ხოლო ინსბრუკის მიწისქვეშა ხაზთან დაკავშირების შემდეგ გვირაბის საერთო სიგრძე 64 კმ. იქნება.