Loading data...
აშშ-მა მოუწოდა მოკავშირეებს, რომ ჩინეთთან დაპირისპირებისთვის მზად იყვნენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მოუწოდა შეერთებული შტატების აზიელ მოკავშირეებს, რომ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ, რათა ჩინეთთან დაპირისპირებისთვის მზად იყვნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სინგაპურში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ს უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი მოკავშირეები სჭირდება.

„ჩინეთი აძლიერებს სამხედრო პოტენციალს და ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ის აძლიერებს სამხედრო გავლენას რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში ერთი სახელმწიფოს ჰეგემონია იქ ძალთა ბალანსს დაარღვევს.

„არც ერთ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, საკუთარი ჰეგემონიის თავზე მოხვევის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და განვითარების ეჭვქვეშ დაყენება არ შეუძლია“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

ჰეგსეტის თქმით, ვაშინგტონი მოკავშირეებისგან თავდაცვაზე მშპ-ს 3,5 %-ის დახარჯვას ელოდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის მიზანი არ არის ესკალაცია, არამედ ეს არის სტაბილურობის შენარჩუნება.