Loading data...
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ირანისთვის სანქციების ეტაპობრივი მოხსნა შესაძლებელია შეთანხმების შემთხვევაში

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი მოხსნა, თუმცა ეს პროცესები მოვლენის განვითარების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება. იუწყება Bloomberg-ი.

მისი თქმით, სანქციების მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შეასრულებს ირანის ხელისუფლება შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.

ბესენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება უახლოეს პერიოდში არ მიიღწევა, ვაშინგტონი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებასაც განიხილავს.

„გუშინ დამატებითი სანქციები დავაწესეთ. ეს შეეხო ავიაკომპანიებსაც, თუმცა კიდევ გვაქვს სხვა ფინანსური სამიზნეები. საჭიროების შემთხვევაში გაცილებით მეტი ზომის მიღება შეგვიძლია. ამასთან, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომელთა მოხსნაც შეგვიძლია ირანელი ხალხის დასახმარებლად“, - განაცხადა მინისტრმა.