1770007778
უცხოეთი
ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ ავტობუსის იერიშზე: რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დნიპროს რეგიონში ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„არანაირი სამხედრო სამიზნე - მხოლოდ შრომისმოყვარე კაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ. ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, - წერს სიბიგა პლატფორმა X-ზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცეთ.
„პასუხისმგებლობა აუცილებელია სამართლიანი მშვიდობისთვის“, - დასძინა სიბიგამ.
ინფორმაციისთვის, 1-ელ თებერვალს დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 მაღაროელი დაიღუპა.