Loading data...
„ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ“ - ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს 10 დღის ვადას აძლევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ომის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ახალი ვადა დაუწესა. განცხადება ტრამპმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომლის აუდიოჩანაწერიც თეთრი სახლის ვებსაიტზე გავრცელდა. კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერს ჰკითხეს, თუ როდის დააწესებს ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის პუტინს 10 დღის ვადას აძლევს.

„დღევანდელი დღიდან პუტინს 10 დღეს ვაძლევ. ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ“, - განაცხადა ტრამპმა. 

ინფორმაციისთვის, ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.