Loading data...
ამერიკელი შუამავლები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 60-დღიანი ზავის მისაღწევად მუშაობენ

ამერიკელი შუამავლები მუშაობენ ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 60-დღიანი ზავის მისაღწევად, - ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული პირმა დიპლომატმა განუცხადა როიტერსს, რომ ორთვიანი პერიოდი გამოყენებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის უფრო გრძელვადიანი რეჟიმის უზრუნველსაყოფად და უნდა მოხდეს ს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წელს მიღებული რეზოლუციის შესრულება. ეს გულისხმობს სამხრეთ ლიბანის გათავისუფლებას ნებისმიერი არმიისა და იარაღისგან.

მედიის ცნობით, ეს ხდება მას შემდეგ, რაც ისრაელის ოპერაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანში აგრძელებს გაფართოებას. არმიამ გასცა პირველი ევაკუაციის ბრძანება ბაალბეკში, სადაც ათიათასობით ძირითადად შიიტი მუსლიმი ლიბანელი ცხოვრობს.

ზედიზედ მესამე დღეა, „ჰეზბოლა“ იტყობინება ინტენსიური ბრძოლების შესახებ ისრაელის ძალებთან.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ამოს ჰოშტეინმა გასულ თვეს განაცხადა, რომ საჭიროა უკეთესი მექანიზმები აღნიშნული რეზოლუციის შესასრულებლად, რადგან არც ისრაელი და არც ლიბანი სრულად არ ასრულებენ მას.