1770007059
უცხოეთი
აბას არაღჩი: დარწმუნებული ვარ, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მივაღწევთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამის შესახებ აბას არაღჩიმ „სიენენს“ განუცხადა.
როგორც არაღჩიმ აღნიშნა, ირანმა დაკარგა ნდობა შეერთებული შტატების მიმართ, თუმცა პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა ხელს უწყობს „ნაყოფიერ“ მოლაპარაკებებს.
„მოდით, შეუძლებელ რაღაცეებზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას, მივაღწიოთ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული იარაღის არარსებობა. როგორც ვთქვი, ეს მიღწევადია მოკლე დროშიც კი“, - აცხადებს აბას არაღჩი.