1735899350
კონფლიქტები
ზელენსკი: უკრაინას ვაშინგტონში ნატოს სამიტზე დაპირებული Patriot-ის ტიპის ხუთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა არ მიუღია
უკრაინას ჯერ არ მიუღია 2024 წლის ივლისში ვაშინგტონში ნატოს სამიტზე დაპირებული ხუთივე პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, უკრაინის ლიდერმა ნატოს გადაწყვეტილებას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით სერიოზული მიღწევა უწოდა, თუმცა დასძინა, რომ პარტნიორებს პირობა ჯერ ბოლომდე არ აქვთ შესრულებული
„ვაშინგტონში ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი ხუთი Patriot-ის შესახებ სერიოზული მიღწევაა. ყველა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თავად გადაწყვეტილება დადებითია და ნატოში ჩვენი წევრობა, რასაც ალიანსის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, გარდაუვალია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.