ზელენსკი: რუსეთის არმია არ ამცირებს ზეწოლას და არ ითვლის დანაკარგებს, ის იმსახურებს მეტ ზეწოლას მსოფლიოსგან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის არმია არ ამცირებს ზეწოლას და არ ითვლის დანაკარგებს.
„რუსული არმია არ ამცირებს ზეწოლას. არც დანაკარგებს ითვლის. უკრაინელი მეომრები აქტიურ ზომებს იღებენ, იცავენ პოზიციებს და საომარი მოქმედებების ყველა არეალში - თუნდაც ყველაზე რთულ არეალში - არის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება.
ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს და ყველაფერს ვაკეთებთ ოკუპანტის განადგურების ან განდევნის მიზნით. გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ათასზე მეტი საჰაერო ბომბი და 1 400-მდე თავდასხმის დრონი გამოიყენეს.
გრძელდება სარაკეტო დარტყმებიც. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ასეთია ომში არსებული ვითარება. დიპლომატიაშიც სიტუაციაც შესაბამისი უნდა იყოს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
როგორც ზელენსკი წერს, რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს.
„რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს. რუსეთი უარს ამბობს მკვლელობების შეჩერებაზე და შესაბამისად, არ უნდა მიიღოს რაიმე ჯილდო ან სარგებელი. ეს არ არის მხოლოდ მორალური პოზიცია - ეს რაციონალური პოზიციაა. დათმობები მკვლელის არ არწმუნებს, მაგრამ სიცოცხლის ჭეშმარიტად ძლიერი დაცვა მკვლელებს აჩერებს. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება ძლიერების შენარჩუნებაში და ვინც გვაახლოებს ნამდვილ მშვიდობასთან - მშვიდობასთან ძალის გზით. ეს არის ერთადერთი სახის მშვიდობა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია რუსეთთან. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ 24/7-ზე“, - წერს ზელენსკი.
Another week has ended without any attempt by Russia to agree to the numerous demands of the world and stop the killings. In just the past 24 hours on the front, there have been 137 combat engagements, and this is the case every day. The Russian army is not reducing its pressure.… pic.twitter.com/FcpEOTiIXW
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 11, 2025