1755083111
კონფლიქტები
ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს, სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“.
მისი თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან.
„ომი უნდა დასრულდეს. უნდა გამოვიყენოთ უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან ჩვენი მოტყუება.
ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან. უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის, რომელიც მშვიდობას ეძებს, კოორდინირებულ ძალისხმევასა და ერთობლივ ქმედებებს ნამდვილად შეუძლია, აიძულოს რუსეთი დაამყაროს მშვიდობა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, - აცხადებს ზელენსკი.