1767857770
კონფლიქტები
უკრაინაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა
უკრაინაში ცხინვალის მკვიდრი, ბატრბეგ ოსტაევი დაიღუპა. მისი დაღუპვის დეტალები უცნობია. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ბატრბეგ ოსტეავი 46 წლის იყო. ის რუსეთის მხარეს იბრძოდა. მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.
ცხინვალში ოსტაევთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიას ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ადამიანების გარდაცვალება არის უდიდესი დანაკლისი ოსი ხალხისთვის.
გაგლოევის ბრძანებულებით, ბარტბეგ ოსტაევს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „სამშობლოს დამცველის“ მედალი.