Loading data...
ცხინვალში მარიხუანას ბუჩქები აღმოაჩინეს

ცხინვალის ე.წ. პოლიციის თანამშრომლებმა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცხინვალის რაიონში მარიხუანას 5 ბუჩქი აღმოაჩინეს და ამოიღეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ნარკოტიკების შემცველი მცენარეები ტყეში, სოფელ ფრისში აღმოაჩინეს. ამოღებული ბუჩქები ექსპერტიზაზე გააგზავნეს.

გამოძიებას ცხინვალის რაიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველო აწარმოებს.