1755083970
კონფლიქტები
ცხინვალის ორ მაღაზიაში ე.წ. პოლიციამ ენერგეტიკული სასმელები ამოიღო

ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ე.წ. პოლიციამ ცხინვალის ორი სასურსათო მაღაზიიდან ენერგეტიკული სასმელები ამოიღო. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული დარღვევის მასალებია შედგენილი.
შემოწმების შემდეგ მასალების ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაეცემა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელები აკრძალულია.