Loading data...
ცხინვალი - ვლადიკავკაზის გზა ისევ დაიკეტა

„ტრანსკამი“ - საავტომობილო გზა, რომელიც ცხინვალს რუსეთთან აკავშირებს, დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ამჟამად თოვა გრძელდება, რაც შესაბამის სამსახურებს გაწმენდითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ აძლევს.

„ამინდის გაუარესების, თოვის, ზვავსაშიშროების გამო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „ტრანსკამი“ დაიხურა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის 9 იანვრიდან შესაბამის გადაწყვეტილებამდე“ , - განაცხადეს ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

„ტრანსკამი“ - ერთადერთი გზაა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს.