სირსკი: უკრაინელებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში დამპყრობლების შეტევა შეაჩერეს

სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია და საბრძოლო მოქმედებების ხაზი სტაბილიზებულია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუმის ოლქის დაცვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„მაის-ივნისის შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის მიერ „ზაფხულის შეტევის“ წლევანდელი მცდელობების ტალღა შეჩერებულია. ჩვენს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები უკვე იძლევა შედეგს. ამ კვირის მონაცემებით, სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია და საბრძოლო შეხების ხაზი სტაბილიზირებულია“, - განაცხადა მან.
სირსკიმ დასძინა, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული დანაყოფები წარმატებით იყენებენ აქტიური თავდაცვის ტაქტიკას და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას სუმის სასაზღვრო რაიონში.
ალექსანდრ სირსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის ძალებმა შეაკავეს 50-ათასიანი რუსული ჯარი სლობოჟანკისა და კურსკის მიმართულებებით.
როგორც მთავარსარდალმა განმარტა, გარდა ამისა, კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში უკრაინის შეტევითმა მოქმედებებმა აიძულა მოწინააღმდეგე, ძალების ნაწილი თავისი ტერიტორიის დასაცავად გაეგზავნა.
„ამან მნიშვნელოვნად შეამცირა დამპყრობლის ჯარების ძირითადი ჯგუფის შეტევითი შესაძლებლობები სუმის მიმართულებით“, - დასძინა სირსკიმ.