1775478992
კონფლიქტები
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აფხაზეთს არ შეეხება
1-ელი აპრილიდან რუსეთიდან დაწესებული ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ოკუპირებულ აფხაზეთს არ შეეხება. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ საწვავზე შიდა ფასების სტაბილიზაციისთვის მიიღო, რადგანაც მსოფლიოში ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ფასები ირანთან ომის გამო გაიზარდა.
სოხუმის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება არსებობს და მისი დარეგულირება „განსაკუთრებული წესით“ ხდება.