Loading data...
რუსები აქტიურად ცდილობენ უკრაინელების განდევნას პოკროვსკიდან - უკრაინის გენშტაბი

3 იანვარს, ფრონტზე 92 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელი დამცველების პოზიციებზე იერიშს, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ცოცხალი ძალითა და ტექნიკით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უკრაინელმა სამხედროებმა  ხარკოვის მიმართულებით ვოლჩანსკის რაიონში ერთი თავდასხმა მოიგერიეს. ლიმანის მიმართულებით ოკუპანტის არმიამ ხუთჯერ შეუტია, მოწინააღმდეგის ოთხი შეტევა მოიგერიეს. შეტაკება გრძელდება.

კრამატორსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების შვიდი შეტევა, ისინი ცდილობდნენ წინსვლას.

ტორეცკის მიმართულებით აგრესორმა ოთხჯერ შეუტია. ბრძოლა გრძელდება.

პოკროვსკის მიმართულებით, დღის დასაწყისიდან, დამპყრობლებს 26 მცდელობა ჰქონდათ, განედევნათ უკრაინის დამცველები თავიანთი პოზიციებიდან. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 16 შეტევა, 10 შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.

დღეს კურახოვოს მიმართულებით დამპყრობელმა ცხრაჯერ შეუტია შევჩენკოს მახლობლად. ბრძოლა გრძელდება.

ვრემოვსკის მიმართულებით დამპყრობლებმა წარუმატებლად შეუტიეს უკრაინული ჯარების პოზიციებს კონსტანტინოპოლისა და ნოვოსელკას მიმართულებით. აგრესორმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ნოვოპოლის რაიონში.

ორეხოვოს მიმართულებით, ოკუპანტი აგრძელებს უკრაინული ჯარების პოზიციების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას და ერთხელ სცადა წინსვლა ნოვოანდრიევკას მიმართულებით. 

დნეპრის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ერთხელ უშედეგოდ შეიჭრნენ უკრაინელი დამცველების პოზიციებზე. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კურსკის რაიონში უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 17 თავდასხმა და კიდევ ბრძოლა გრძელდება. რუსულმა ჯარებმა, ასევე, განახორციელეს სამი საჰაერო დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.