Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქალს ეძებენ, რომელიც მდინარეში ჩავარდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეს, ქალს ეძებენ, რომელიც მდინარეში ჩავარდა. ინციდენტი ჯავის რაიონში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

როგორც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახური იუწყება, ალან გაგლოევს ეს ფაქტი „პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი“.

სამძებრო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები მონაწილეობენ. საჭიროების შემთხვევაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სხვა უწყებების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.