1754903597
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტომობილი ხევში გადავარდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა, რის შედეგად სატრანსპორტო საშუალება ხევში გადავარდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
Honda Fit-ის მარკის ავტომობილში 5 ადამიანია, მათ შორის ორი ბავშვი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აგგილზე ე.წ. პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.