„ძალიან მძიმე მდგომარეობაა“ - სამხედროებმა პოკროვსკის მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდეს
პოკროვსკთან რუსები გააქტიურდნენ - ქალაქის დაბომბვა ბოლო ორი დღეა არ წყდება და დრონების თავდასხმები გაძლიერდა, - ამის შესახებ სამხედრო პირმა პავლო ვიშებაბამ განაცხადა.
„განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში პოკროვსკში ძალიან მძიმე ვითარებაა. ახალი წელი რთულად დაიწყო. მუდმივი დაბომბვაა და დრონების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ ქალაქში დაფრინავენ, საგრძნობლად გაიზარდა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, როგორც სამხედრო ოფიცერმა აღნიშნა, ქალაქში ჯერ კიდევ საკმარისი ხალხია.
ვიშებაბამ განმარტა, რომ მათი ყოფნა ხელს უშლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობას ქალაქის დაცვაზე.
მან მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ და თუ არ გსურთ თავის დაცვა, გთხოვთ, გააკეთეთ ეს შეიარაღებული ძალების გულისთვის, რომელსაც ხელს უშლით ქალაქის დაცვაში. ევაკუაცია ხელს შეუწყობს პოკროვსკის დაცვას“, - აღნიშნა სამხედრო ოფიცერმა.