„აფხაზეთს განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს“, - რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ოკუპირებულ აფხაზეთში 3-4 აპრილს ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი „აფხაზეთი - ინვესტირება მომავალში“. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.
„ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომლის მნიშვნელობის გადამეტება შეუძლებელია“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი ნაზაროვმა.
ნაზაროვის თქმით, დღეს აფხაზეთის საერთაშორისო სივრცეში იზოლირებულია და ამიტომ რუსეთის მეწარმეებთან თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია და მან აფხაზეთის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.
ნაზაროვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია და უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
„აფხაზეთის, როგორ თვითკმაყოფადი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები ძალზე კარგია. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი საქმიანობა“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ეს უწყება ეხმარება აფხაზეთს, რომ მისი ეკონომიკის საკვანძო მიმართულება, ტურიზმი განავითაროს - არსებობს საშეღავათო დაკრედიტების პროგრამა, მიმდინარეობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვა და რუსეთის და აფხაზეთის ტუროპერატორებს შორის თანამშრომლობა გრძელდება.