1774961597
კონფლიქტები
აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვლადიმერ ალანია აირჩიეს
სოხუმში, კალათბურთის ფედერაციაში გამართულ არჩევნებზე ფედერაციის პრეზიდენტად ვლადიმერ ალანია აირჩიეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბესლან შლარბა, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარმოადგინა.
შეხვედრის დროს დელეგატებმა აფხაზური კალათბურთის განვითარების სფეროში არსებულს პრობლემებზე იმსჯელეს და უახლოესი პერსპექტივის მუშაობის გეგმები განიხილეს.