Loading data...
ანსამბლი „როსია“ ცხინვალში კონცერტს გამართავს

რუსეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „როსია“ ცხინვალში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაყურებელს კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა ექნება რუსეთის კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში „მუსიკის ენაზე“.

ანსამბლ;ი „როსია“ რუსეთის სახელოვანი არტისტის, ლუდმილა ზიკინას სახელს ატარებს. კონცერტის ფარგლებში საბჭოთა და რუსული კინოს ცნობილი მელოდიები ორიგინალური ორანჟირებით იქნება წარმოდგენილი.

კონცერტი კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატულ თეატრში 22 მაისს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია ცხინვალში მდებარე „რუსულ სახლში“ მისვლა, სადაც ყველა მსურველი ბილეთს მიიღებს.