Loading data...
ალექსანდრე სირსკი: რუსული ძალები კოსტიანტინოვკასკენ მიიწევენ, უკრაინელები თავდასხმებს იგერიებენ

„უკრაინის თავდაცვის ძალები ყოველდღიურად იგერიებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების სასტიკ თავდასხმებს ნოვოპავლოვსკის, პოკროვსკის, კრამატორსკის და ტორეცკის მიმართულებით“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომელიც დონეცკის რეგიონში თავდაცვის დამცველ დანაყოფებს ეწვია.

„ბრძოლები ახალი მიმართულებით - დობროპილსკეში გრძელდება. მოწინააღმდეგე კოსტიანტივკასკენ მიიწევს, მაგრამ დიდი დანაკარგის გარდა, ვერაფერს მიაღწია. 68-ე არმიის კორპუსის, მე-20 და 150-ე მოტორიზებული ბრიგადით აგრესორი ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევას და სამი ოპერატიული მიმართულებით წინსვლას“, - დაწერა მან თავის Facebook გვერდზე.

მთავარსარდლის თქმით, გასულ კვირას მოწინააღმდეგემ იაბლუნივკასთან ძლიერი შეტევა დაიწყო.

სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა დამცველებმა დამპყრობელი შეაჩერეს, გაანადგურეს 20 ჯავშანტექნიკა და მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა.

მთავარსარდალმა, ასევე, დასძინა, რომ „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარები გაწვრთნილი პერსონალით და მივიღოთ დროული, სწორი მართვის გადაწყვეტილებები“.