Loading data...
ალან გაგლოევი ცხინვალში სოხუმის დელეგაციას შეხვდა

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას შეხვდა, რომელიც ცხინვალში იმყოფება. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ე.წ. შს მინისტრი რობერტ კიუტი, რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელი სერგეი გოლენკოვი, აფხაზეთის საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იური მარიშევი.

„საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ელემენტია. ექსპერტიზის სპეციალიზებული ბაზა არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის გარეშე ბევრი დანაშაულის გახსნა დღეს შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.

რობერტ კიუტის თქმით, სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო შს სამინისტროებს მრავალწლიანი მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები აკავშირებს.

„ჩვენს ხალხებს საერთო ისტორია აქვთ და ყოველთვის ერთმანეთს მხარს ვუჭერდით“, - განაცხადა რობერტ კიუტმა.