1780039210
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.