გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი საქართველოს ბანკის მიერ გამართულ ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: http://go.bog.ge/46uENpo
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
ვებინარის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:
- როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
- როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
- მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.
CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.
აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.