Loading data...
ავარია სურამთან - დაშავდა 2 ადამიანი

სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

თვითმხილველების ცნობით, სატვირთო დაგორდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.