Loading data...
„ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას“ - სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება

საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 41 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 39.

„საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას - 38-39-41 გრადუსამდე. 31 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში უკვე ველოდებით ზოგან ხანმოკლე წვიმას ელჭექთან ერთად. მცირედით დაიკლებს ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოში 1-ელი აგვისტოდან მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექი“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.