1752837710
ამინდი
საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
მათივე ცნობით, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია, 38-40, მთაში კი 34-36 გრადუსს მიაღწიოს.
„ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.