1753678976
ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში☀️

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ცხელი და უნალექო ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღეს 32-37 გრადუსამდე იქნება, მომდევნო დღეებში კი, 41 გრადუსამდე აიწევს.
დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 34-39 გრადუსამდე იქნება, მომდევნო დღეებში კი რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
თბილისში დღეს ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება.