Loading data...
როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში?

20 მაისს ქუთაისში დღისით +29 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც არ იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო არაუდობენ, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +23 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზე გამოანათებს, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა და ელჭექი იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში მზეა.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.