როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მაისს საქართველოში?

სინოპტიკოსების ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში წვიმა შენარჩუნდება, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება.
14 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმა იქნება. +18 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.
ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +10, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.