Loading data...
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე.

უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).