1745676287
ამინდი
26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).